ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ერთობლივი საქმიანობის ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ბაგები -502"-ის
საერთო კრების
ოქმი N 10
ქ.თბილისი 29 მარტი, 2011 წ. 18სთ
თსუ II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია
ხიმურ რუხაია: – რეგისტრაციის შედეგებს სანამ მოგვახსენებენ, მათ, ვინც ვერ დაესწრო ჩვენს წინა კრებას, გაცნობებთ, რომ 18 მარტის კრებას ესწრებოდა 54 წევრი, კრებას თავმჯდომარეობდა – ე.ს.ბ.ა. ბაგები-502-ის გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი პავლე ჩაგელიშვილი, მდივანი – ქ-ნი მანანა დოლაბერიძე. ვინაიდან საერთო კრების უფლებამოსილება, კვორუმი განსაზღვრულია 65 წევრით, საერთო კრება უფლებამოსილად არ ჩავთვალეთ და განმეორებით დავნიშნეთ კრება დღეისათვის. გამგეობამ ამხანაგობის წევრებს წინა კრებაზე გადასცა გამგეობის განცხადება ჩვენი ქონების დეჲურე მითვისების საფრთხის შესახებ, თანდართული მტკიცებულებებით - სულ 50გვ-მდე, ვისაც ეს მასალები არ მიგიღიათ, გთხოვთ მიმართეთ ქ-ნ მანანას, რომელიც აქ ბრძანდება და გამოართვით ეს მასალები;
კრებაზე რეგისტრაციისას, გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ არის ვინმე, ვისაც არა აქვს ნოტარიალურად დადასტურებული ხელმოწერა ივ.ჯავახიშვილის ე.ს. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ბაგები-502-ის დამფუძნებელი ხელშეკრულების ახალ რედაქციაზე (2009 წლის 10 ივლისი);
ასევე მინდა გაცნობოთ, რომ გამგეობის თავმჯდომარის, ბ-ნი პავლე ჩაგელიშვილის, რომელიც ასევე აქ ბრძანდება, და გამგეობის თხოვნით, მე დამევალა დღევანდელი კრების თავმჯდომარეობა, თუ სხვა კანდიდატურას შემოგვთავაზებთ, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. კენჭისყრას ჩავატარებთ, როგორც კი კვორუმი გვექნება. მანამდე გაგაცნობთ დღის წესრიგს, რომელიც წინა შეკრებაზე გვქონდა.
ქ-ნები მანანა დოლაბერიძე, ლია ბერუაშვილი და ნანა შონია მაცნობებენ, რომ კვორუმს 2 წევრი აკლია, ამასთან გათვალისწინებულია წევრთა წერილობითი თანხმობებიც (ამხანაგობა ბაგები-502-ის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის შესაბამისად, საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს წევრთა წერილობითი თანხმობითაც); აგერ, 3 წევრიც მობრძანდა (ბ-ნები ალექსანდრე კუხიანიძე, შოთა ძნელაძე და არჩილ გეგეშიძის წარმომადგენელი), ამდენად, უკვე 66 წევრია და, გთხოვთ, ავირჩიოთ კრების თავმჯდომარე და მდივანი.
საერთო კრებამ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ბ-ნი ხიმურ რუხაია,
ხოლო კრების მდივნად ქ-ნი ნინა შონია.
კრების თავმჯდომარემ საერთო კრების უფლებამოსილად გამოცხადების შემდგომ კრებას განსახილველად წარუდგინა გამგეობის მიერ შემუშავებული დღის წესრიგი:
დღის წესრიგი:
1. 2010 წლის 2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაბარებული განცხადებისა (სამოქალაქო საქმე N2/6556-09, შემოსვლის N 34285, საკონტაქტო პირი სანდრო ჯორბენაძე, 16გვ) და ე.ს.ბ. ამხანაგობა “ბაგები-502”-ის საერთო კრების სახელით, 2010 წლის 30 ოქტომბრის, ე.წ. საერთო კრების ოქმი N 1-ის (ხელმოწერილია “თავმჯდომარე - შუქურა კოტეტიშვილი, მდივნი - ნინო ბაბუნაშვილი”; ხელმოწერები დადასტურებულია ნოტარიუს ნინო მათუაშვილის შემცვლელ ელისო მურღულიას მიერ 01.11.2010 სანოტარო მოქ. რეგ ნომ. 011098746) შესახებ;
2. კეთილსინდისიერ გადამხდელ მესამე პირთა მიერ ე.ს.ბ.ა. ბაგები-504-ში ფულადი შენატანებისა და მათი ხელშეკრულებების ნამდვილობის ცნობის შესახებ;
3. საორგანიზაციო საკითხები;
4. მიმდინარე საკითხები.
მომხსენებლებს განესაზღვროს რეგლამენტი – 15 წთ, თანამომხსენებელს - 7 წთ.
მოისმინეს:
ხიმურ რუხაიას, ჯემალ როგავას, გოგი ციციშვილის, ლიანა (ლია) ბერუაშვილის ინფორმაცია.
კამათში მონაწილეობდნენ:
ვახტანგ ჩოგოვაძე, ნევილ ნიკოლაძე, გოგი ციციშვილი, დავით მეშველიანი, გრივერ ფარულავა, თენგიზ დეკანოიძე, ლია ბერუაშვილი, მანანა დოლაბერიძე; მესამე პირები - მიხეილ ტაბლიაშვილი, თამარ ჩხეტიანის წარმომადგენელი, ეკა ალექსიძე.
I საკითხი
2010 წლის 2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაბარებული განცხადებისა (სამოქალაქო საქმე N2/6556-09, შემოსვლის N 34285, საკონტაქტო პირი სანდრო ჯორბენაძე, 16გვ) და ე.ს.ბ. ამხანაგობა “ბაგები-502”-ის საერთო კრების სახელით, 2010 წლის 30 ოქტომბრის, ე.წ. საერთო კრების ოქმი N 1-ის (ხელმოწერილია “თავმჯდომარე - შუქურა კოტეტიშვილი, მდივნი - ნინო ბაბუნაშვილი”; ხელმოწერები დადასტურებულია ნოტარიუს ნინო მათუაშვილის შემცვლელ ელისო მურღულიას მიერ 01.11.2010 სანოტარო მოქ. რეგ ნომ. 011098746) შესახებ;
მომხსენებლებმა ხიმურ რუხაიამ კრებას მოახსენა, რომ – ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა გამგეობის 4 სხდომა (მათ შორის 1 გაფართოებული). არსებობს გამგეობის გადაწყვეტილებებიც: რომ სასამართლოში წარდგენილი ეს ოქმი, არის გაყალბებული, უკანონო და მასში მოტანილი ყველა გადაწყვეტილება ძალადაკარგული.
ამ საკითხის გარშემო ბ-ნმა პავლემ და ქ-ნმა ლიამ ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეს წინა შეკრებაზე, სამართლებრივი საფუძვლების ჩათვლით, რასაც გავიმეორებთ.
ყოველ თქვენგანს აქვს 2010 წლის 2 ნოემბერს (ჩვენსა და სს “თბილისს” შორის სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების წინა დღეს) სასამართლოში წარდგენილი ეს დოკუმენტები.
ვინაიდან:
2010 წლის 30 ოქტომბერის ამ გაყალბებულ განცხადებასა და ოქმში მითითებულია, რომ თითქოს:
1. საერთო კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 84 წევრი; კრება კი მოუწვევია ე.წ. საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც ჰქონია 91 წევრის მიერ მიცემული უფლებამოსილება (ოქმის 1გვ);
2. განცხადების დანართი N1-ით – მოცემულია ამხანაგობის 73 წევრის ხელმოწერა სარჩელის გახმობაზე, და დანართი N2-ით –თავად ოქმიN1;
3. დღის წესრიგის ერთერთ საკითხად კომპანია თბილისთან სასამართლო დავის შეჩერება ყოფილა; ამასთან სარჩელის გახმობა გათვალისწინებული ყოფილა იმ პირობით თუ კომპანია “თბილისი” იქნება ამის თანახმა და ამასთან, არ დაგვაკისრებს მის მიერ გაწეულ სასამართლო ხარჯებს ბაგები-502(?!); სახ.ბაჟი დაუბრუნდეს ბაჟის შემტან წევრებსო;
4. საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო კომპანია თბილისს შეჰქმნია ფინანსური პრობლემები; “თბილისი” ვეღარ ახორციელებს თავის ვალდებულებას; ამიტომ თბილისი უნდა იქნეს გაყვანილი ბაგები-504-იდან; შ.პ.ს. “ირაო-მაგნატ28/2” თანახმაა ჩაენაცვლოს თბილისს და აიღოს ვალდებულება დაამთავროს მშენებლობა;
5. სანდრო ჯორბენაძე ბაგები-504-ის თანათავმჯდომარედ, ბაგები-504-ში ბაგები-502-ის წარმომადგენლად დაუსახელებია ხიმურ რუხაიას;
6. ს.ჯორბენაძის მოხსენების შემდეგ ე.წ. კრებას დაუდგენია, რომ შეჩერდეს ყოველგვარი პრეტენზია კომპანია “თბილისთან” და საკითხის მოგვარება დაევალოს ს. ჯორბენაძეს;
7. ზაურ ჯინჯოლავას, შუქრი კოტეტიშვილს, სანდრო ჯორბენაძესა და ნუგზარ ივანიძეს მინიჭებია უფლებამოსილება:
-- გადაწყვიტონ მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,
-- შეიტანონ ნებისმიერი ცვლილება სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში,.
-- აირჩიონ ბაგები-504-ის თავმჯდომარე,
-- მიიღონ ბაგები-504-ში პირები, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება ამხანაგობასთან.
ვითვალისწინებთ რა, რომ:
-- 25 წელზე მეტია ველოდებით ბინების აშენებას;
- 2005 წელს: თსუ კოოპეტარივ ბაგები-502-ის ყოფილი წევრები გაერთიანებულნი ვართ (2002 წლიდან) თსუ ბინათმშებლობის (და არა ბინისმესაკუთრეთა) ამხანაგობაში ბაგები-502; გვაქვს: იგივე მიზანი; 2 აქტივი – 1. ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფოს საშინაო ვალის რეესტრში ყოველ ჩვენთაგანზე ფიქსირებული ასი ათასობით ლარი; 2. საჯარო რეესტრში ბაგები-502-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ათეულ ათასობით მ2. ყიფშიძის ქუჩაზე; მიწის ნაკვეთზე შესრულებული ნულოვანი ციკლის სამუშაოები; მშენებლობის პროექტი და ნებართვაც; ამხანაგობის თავმჯდომარედ გვყავს - ბ-ნი პალადი ჯინჯოლავა;
- 2004-2005 წელს, სს სამშენებლო კომპანია “თბილისი”, ჩვენს შორის შუამავალი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ჯავახიშვილი, საუკეთესო პირობებს გვთავაზობდა. მხოლოდ თვითსანქციის გამო (“... რომ მშენებლობის დამთავრების ვადის გასვლის მომენტისათვის, თუ არ შეგვისრულებდა ვალდებულებას, რაც ექნებოდა აშენებული, ზიანის ანაზღაურების სახით, დაუტოვებდა ბაგები-502”-ს) სსს კომპანია “თბილისი” იქნა ცნობილი გამარჯვებულად ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (მონაწილეობდნენ “ირაო”, “არსი”).
- ჩვენ გვქონდა იმედი, რომ კანონის შესაბამისად (გვყავდა თავმჯდომარის შემოთავაზებული იურისტიც ბ-ნ ლევან გოხელაშვილი), ყოველი ჩვენთაგანის უფლებების დაცვით, საფინანსო გარანტიებით, დაიდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება. ამ იმედს გვიმყარებდა ის გარემოებაც, რომ ჩვენი ამხანაგობის ათობით წევრი სამართლისა და ეკონომიკის დოქტორები ბრძანდებოდნენ (მათ შორის იყვნენ ასევე ს.ჯორბენაძე და ვ.მეტრეველიც და არა ერთი აწგარდაცვლილი).
-- 2005 წელს, ყველა დაგვარწმუნეს, რომ თსუ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ბაგები-502-ში წევრად შემოდიოდა კომპანია “თბილისი”, სამშენებლო კომპლექსის ფინანსური უზრუნველყოფისა და აშენების ვალდებულებით; ასევე იყო ცნობილი, რომ “თბილისს” ამ მშენებლობის შედეგად დაახლოებით 30 მლნ აშშ დოლარი მოგება დარჩებოდა. რასაც ადასტურებს იმჟამინდელი ჩვენი კრების ოქმები (პალადი ჯინჯოლავას, თეიმურაზ ჩარკვიანის, არქიტექტორებისა თუ გიორგი ჯავახიშვილის გამოსვლები). გარდა ამისა, ცნობილი იყო თავად “თბილისის” სამეურვეო საბჭოს ნოტარიალურად დამოწმებული გადაწყვეტილებაც (მიღებული 1 დღით ადრე, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, 2005 წ. 23 მაისს) მისი ბაგები-502-ში შემოსვლის თაობაზე;
-- ნაცვლად საერთო კრებებზე თქმულისა:
ა) ე.ს.ბ.ა. ბაგები-502 როგორც ბინისმესაკუთრეთა (საკუთრებაში ბინები ახლაც არ გვაქვს), ამხანაგობა და სამშენებლო კომპანია “თბილისი” (მიზნით მიიღოს ბინათმშენებლობით მოგება), ერთად იქცა ამხანაგობა ბაგები-504-ად ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ - პალადი ჯინჯოლავა (2009 წლის 25 მარტს საერთო კრების გადაწყვეტილებით გათავისუფლებული ბაგები-502-ის თავმჯდომარე) და თეიმურაზ ჩარკვიანი (სს თბილისის გენ. დირექტორი, ბაგები-504-ის ყოფილი თავმჯდომარე, 2007 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, ამდენად. სამეწარმეო საქმიანობის უფლების არმქონე);
ბ) ხელშეკრულების დადებისთანავე (2005 წლის 24 მაისი) ჩვენი ქონება აღირიცხა ბაგები-504-ზე, და კანონდარღვევით ბაგები-504-ის სახელით მოქმედება ერთპიროვნულად მიითვისა ჯერ თ.ჩარკვიანმა, 2007 წლიდან კი, ხაზინადარად წოდებულმა დავით წერეთელმა (რომელსაც მითვისებული აქვს ბაგები-504-ის მთელი დოკუმენტაცია, რომელსაც თავად თ.ჩარკვიანის განკარგულებითაც არ გვანახებდა);
გ) თავად ხელშეკრულების ტექსტი ამხანაგობის წევრებისათვის (გამგეობისათვის, საზედამხედველო კომისიისათვის) ცნობობილი გახდა მხოლოდ 2007 წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც შემთხვევით, ცნობილი გახდა, რომ 2005 წელსვე, თ.ჩარკვიანს (როგორც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ერთპიროვნულ მმართველს) 3 მლნ 300 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ, ჩვენი მიწა იპოთეკით სრულად დაუტვირთავს;
დ) საჯარო რეესტრში სს “თბილისთან” “თანაზიარ” ჩვენს საკუთრებაში გამქრალია ჩვენი, ფიზიკური პირების, გვარ-სახელები, რაც დასტურდება იმით, რომ ბაგები-504-ის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში (2005 წლის 24 მაისი, პ.7.4-7.6-ით განსაზღვრული) ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების ტაბულა N1 - ბაგები-502-ის წევრთა სია, მითითებული დანართი N1-ის სახით - არ ახლავს არც ნოტარიუს მ.ბრეგვაძესთან (დამოწმებული აქვს შინაარსი) შენახულ ეგზემპლიარს და არც საჯარო რეესტრს დაუდგენია ხარვეზი ამ მიზეზით.
ე) ასევეა გამქრალი ჩვენი გვარ-სახელები საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულ ამხანაგობა-ბაგები-502-ში, მეტიც, ამ დოკუმენტაციით ჩვენი ამხანაგობის სახელია - “პალადი ჯინჯოლავა-ბაგები-502”;
-- ჩვენი უძრავი ქონება, მდებარე ყიფშიძის ქუჩაზე დაყადაღებულია სრულად და მისი იძულებით აუქციონზე გატანის საკითხი შეწყვეტილი არ არის;
--ყოველ თქვენთაგანს ახსოვს, 2009 წლის 20 დეკემბერს “ირაოს” წარმომადგენელ ბარბაქაძესთან შეხვედრა ამ აუდიტორიაში.
ამ შეკრებაზე, სწორედ დავით წერეთელისგან შევიტყვეთ, პირველად რომ ბაგები-504-სა და მესამე პირ როსტომ კენჭოშვილს (ეს გვარიც პირველად გავიგეთ) შორის სასამართლო დავა ყოფილა, რომელიც ჩვენი ქონების დაყადაღებით დასრულებულა; რომ:
“ბაგები-502-ის მოსარჩელე წევრების ბრალია, რ.კენჭოშვილმა რომ სარჩელი შეიტანა, ქონების დაყადაღება არის პირადად მისი პასუხი სასამართლო სარჩელზე, რომ კენჭოშვილისთანას კიდევ ბევრს მოგვიყვანს;” “სასამართლო ხელს უშლის ირაოს, თორემ აქამდე სახლი დამთავრებულიც ექნებოდა;”
იმჟამად, ამ ბრალდებებს მხარი აუბა მხოლოდ ბაგები-502-ის რამოდენიმე წევრმა, და სწორედ იმათ, ვინც ამჯერად ამ გაყალბებული ოქმის დამმოწმებელ და “უფლებამოსილ პირებად მოგვევლინენ” - ს.ჯორბენაძემ, შ.კოტეტიშვილმა, ნ.ბაბუნაშვილმა, ზ.ჯინჯოლავამ და მარად აშენების იმედის მომცემმა ქ-ნმა მარადინა (მზია) გოშაძემ;
-- დღეს ყველამ იცით, რომ:
- რ.კენჭოშვილის სარჩელი სასამართლოში შესულია ჩვენს სარჩელამდე 6 თვით ადრე;
- რ.კენჭოშვილთან დადებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს ხაზინადარი დავით წერეთელი, ხოლო თ.ჩარკვიანის ხელმოწერა გაყალბებულია (რაც, არ უარყო თეიმურაზ ჩარკვიანმაც ჩვენს გამგეობასთან შეხვედრისას);
- სწორედ დავით წერეთელი და მისი პირადი ადვოკატი აკაკი წერეთელი კანონდარღვევით ჩაერთნენ მოპასუხის, ბაგები-504-ის სახელით სამოქალაქო საქმეში; იმგვარად, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით ბაგები-504-ის არც ერთმა დამფუძნებელმა თ.ჩარკვიანის ჩათვლით.
დავით და აკაკი წერეთლებმა სასამართლოზე არ წარადგინეს შესაგებელი, არ გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე, რასაც მოჰყვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ყადაღა, იძულებითი აუქციონის დანიშვნა 2010 წლის 18 მარტს.
-- იმ ვითარებაში როდესაც:
- ბაგები-502-ის გამგეობის მიერ თბილისის სამეურვეო საბჭოსთან, თეიმურაზ ჩარკვიანთან (სასამართლომდე და თავად სასამართლო პროცესის დროს) მოლაპარაკებებისას თ.ჩარკვიანისათვის გახდა ცნობილი მთელი ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ, კომპანია თბილისი შემოუერთდა ბაგები-502-ის განცხადებას სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და რ.კენჭოშვილთან დავის ხელახლა განხილვის შესახებ;
- თავად სს “თბილისმა” (მ.სამაკაშვილი) სასამართლო სხომებზე განაცხადა, რომ “დავით წერეთელი არაუფლებამოსილი პირია, და სასამართლოს მიერ, წერეთლის მისამართზე შეტყობინებების გაგზავნა, მისგან, ბაგები-504-ის სახელით გაცემული პასუხების მიღება – კანონდარღვევააო...“ რაც ფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმებში;
- თ.ჩარკვიანმა განგვიცხადა: რომ მას, სადღეისოდ არ ჰყავს მისი ვალდებულებების გადამბარებელი მშენებელი, რომელსაც მყარი გარანტიით შეუძლია ააშენოს; ამასთან თავად მოგვიწყო აუდიენცია: ირაო-მაგნატ 28-2-თან (გ.მაღრაძესთან), რომელსაც გამგეობის გაფართოებული შემადგენლობა დაესწრო; ასევე შეხვედრა დაახლოებით 10-მდე მესამე პირთან; უკანასკნელი შეხვედრისას, სასამართლო მოლაპარაკებების შეწყვეტის წინ კი: - “ჩათვალეთ მე წასული ვარ, თუ ბაგები-502” ცნობს მესამე პირებთან დადებულ ჩემს ხელშეკრულებებს”.
დავით წერეთლის – როგორც გაყალბებების მთავარი სუბიექტის, ჩვენი ქონების აუქციონზე გატანის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავის, ბაგები-504-ის დოკუმენტაციის მიმთვისებლის, გაყალბებული ოქმებით ბაგები-504-ში თ.ჩარკვიანის უფლების (და არა მარტო მისი) მიმთვისებლის – ბიზნეს ინტერესების გაზიარება (რაც იმაში გამოიხატება, რომ ჯინჯოლავა-ჯორბენაძის კომისია, მხოლოდ წერეთლის ჯგუფთან აწარმოებდა და აწარმოებს მოლაპარაკებებს), ჩვენი უფლებების იგნორირებით, არ შედის როგორც სჩანს, არც კომპანია თბილისის და მეტადრე ბაგები-502-ის წევრთა უმრავლესობის ინტერესებში და არ გამოხატავს უმრავლესობის ნებას.
--ფაქტია: - ჩვენი დიდი ხვეწნის შემდეგად ჩატარებულ ყველა მოლაპარაკებას (მათ შორის თავად შ.პ.ს ირაო მაგნატ 28/2-თან), რათა მომავალში მაინც მივიღოთ მყარი გარანტიები მშენებლობისათვის, მშენებელი მხოლოდ საკითხის გაჭიანურებისათვის იყენებდა და იყენებს.
რადგან:
-- აღნიშნულ განცხადებასა და ოქმში მოტანილი გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს, არა რაიმე ვალდებულებების შესრულებას, არამედ სასამართლოსა თუ სხვა სამართალსუბიექტების შეცდომაში შეყვანას, თსუ ე.ს.ბ.ა ბაგები-502-ის დამფუძნებელ წევრთა ნების საწინააღმდეგოდ;
-- სამოქალაქო სარჩელი სამშენებლო კომპანია “თბილისის” წინააღმდეგ შეტანილი გვაქვს საერთო კრების გადაწყვეტილებით (საერთო კრების ოქმიN6), ჩვენი ამხანაგობის 74 წევრის თანხმობით, ხოლო პროკურატურაში - 44 წევრის ხელმოწერით;
-- 2009 წლის 25 მარტს, როდესაც გათავისუფლებული იქნა პალადი ჯინჯოლავა თავმჯდომარის მოვალეობიდან, საერთო კრების გადაწყვეტილებით გაუქმდა ბაგები-502-ში ერთპიროვნული მმართველობა, გამგეობა მოქმედებს დავალების უფლებით, და დელეგირებას არ ექვემდებარება ამხანაგობის ყოველი წევრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ასახულია ბაგები-502-ის ბინათმშენებლობის ამხანაგობის დამფუძნებელ ხელშეკრულების ახალ რედაქციაში, რომელსაც აქ ჩვენ ყველამ ხელი სათითაოდ ნოტარიალური დამოწმებით მოვაწერეთ; ვერავინ ვერასდროს ვერ განკარგავს ჩვენი ქონების ბედს ჩვენს უკითხავად.
-- დამფუძნებელი ხელშეკრულებით, საერო კრება მოიწვევა თავმჯდომარის, ან გამგეობის, ან 30 წევრის მოთხოვნით. გამგეობას კი, არასდროს უთქვამს უარი კრების მოწვევაზე.
ამდენად ოქმში მოხსენიებული არარსებული საინიციატივო ჯგუფი, რომლის რაოდენობა, შემადგენლობა უცნობია, საერთო კრებას ვერ მოიწვევდა. ამასთან უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, არ არსებობს დოკუმენტი (ნოტარიალური თუ არა), რომელითაც დგინდება, რომ 91 წევრი ნდობას უცხადებს ამხანაგობის რომელიმე წევრს ან წევრთა ჯგუფს.
-- 30 ოქტომბრის ამ ოქმის შემდგენელი და “უფლებამოსილი” პირები, სამართლებრივი დავის მოწინააღმდეგენი ბრძანდებიან (სარჩელის შეტანასთან არ აქვთ კავშირი, თუ არ ჩავთვლით, რომ სარჩელის შეტანისას არც პროტესტი გამოუთქვამთ ამის თაობაზე, მეტადრე იმ ფონზე, რომ სარჩელში, საკუთრების დამბრუნებელთა ამხანაგობის სიაში ისინიც არიან). გარდა ოქმში მოხსენიებულ “უფლებამოსილი” ბ-ნი ნუგზარ ივანიძისა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი: ბინათმშენებლობის დებულების ახალ რედაქციაზეც, მოსარჩელე წევრია, 30 ოქტომბერს იმყოფებოდა საზღვარგარეთ საოპერაციოდ, ამდენად ვერც მშენებარე ობიექტზე იქნებოდა, და ვერც იმ გაყალბებული უფლებამოსილებების თანამონაწილე გახდებოდა, პირიქით, მან განახორციელა თავისი ფულადი შენატანი ჩვენი სააპელაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით. გარდა თქმულისა, 2009 წელს, სწორედ ის გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი (ოქმიN5) სისხლისსამართლებრივი (და არა სამოქალაქო) დავის დაწყებისა ჩვენი სავალალო მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
-- სარჩელის გამტანთა ე.წ ხელმომწერთა რაოდენობის უბრალო გადათვლით დგინდება, რომ “ხელმომწერთა” რაოდენობა 72-ია და არა როგორც ოქმშია-73, ამასთან წევრების უმრავლესობამ, რომელთა ხელმოწერები გაყალბებულია, წერილობითი განცხადებებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოსა და გამგეობას, დააფიქსირა ეს ფაქტი გამგეობის, გამგეობის გაფართოებულ კრებაზე; მათ შორის არიან ღვაწლმოსილი პედაგოგები: ზურაბ ხვედელიძე, გურამ კუტალია, რაისა გაბიძაშვილი, ირა მგელაძე... ასევეა გაყალბებული საზღვარგარეთ მყოფი 8 წევრის ხელმოწერა. ათობით წევრმა, ასევე კრებებზე დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ, რადგან მათთვის დაუჯერებელი იყო, რომ სანდრო ჯორბენაძე მათ მოტყუებას იკადრებდა, მისი ნდობით, ხელი მოაწერეს “ინვესტორის შემოსვლას”, და თავად დოკუმენტის შინაარსს, რომელიც სასამართლოში იქნა მიტანილი არ იცნობენ, ზოგიერთმა კი განაცხადა, რომ ტელეფონით დათანხმდნენ, რომ მათ მაგიერ მოეწერათ ხელი. თვით ელგუჯა აკობიამ, რომელიც ე.წ. კრების თავმჯომარე უნდა ყოფილიყო (30 ოქტომბერს იმყოფებოდა მშენებარე ობიექტზე, და ე.წ. კრების ოქმის პროქტში, რომელიც ს.ჯორბენაძის ნებართვით გადმოგვეცა, მოხსენიებული გახლდათ კრების თავმჯდომარედ) განაცხადა, რომ მან მხოლოდ ინვესტორის შემოსვლას მოაწერა ხელი.
-- თქვენ ასევე იცნობთ ჩვენი გამგეობის გაფართოებულ სხდომაზე მიღებულ 2010 წლის 2 ნოემბრის განცხადებას (დამოწმებულია ნოტარიალურად, გამგეობის კრების თავმჯდომარე ქ-ნები თამარ აბრამიშვილი, მდივანი – ნაზი გოლიაძე), რომელიც ჩვენი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დღეს, 3 ნოემბერს, 10სთ და 30 წთზე, წარვადგინეთ სასამართლოში, სადაც აღწერილია დეტალურად არარსებული კრებაც და გაყალბებული ხელმოწერებიც.
-- 2010 წლის დასაწყისში, სწორედ გამგეობის ინიციატივა გახლდათ კონფლიქტის მონაწილე ყველა მთავარი სუბიექტი დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან (ჩვენი ქონების წამრთმევნი - თ.ჩარკვიანი, დ1.წერეთელი - პალადი ჯინჯოლავა და ჩვენ -ბაგები-502-ის გამგეობა), სწორედ გამგეობის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესი შეჩერდა, რადგან მშენებელთან, როგორც არაერთხელ მანამდე, კვლავ გამართულიყო მოლაპარაკება, რომელიც როგორც არაერთხელ უშედეგოდ გაგრძელდა. ერთადერთი, რაც არ დავთმეთ - ჩვენი კვლავ მოტყუება -“მშენებლობა გარანტიის გარეშე”. თითქმის 2 წელზე მეტია ჩვენი გამგეობის რამოდენიმე წევრი ს.ჯორბენაძესთან ერთად ხვდებოდა ე.წ. “ჩამნაცვლებელსა” და დავით წერეთლის ჯგუფს, პერმანენტულად ვეპატიჟებოდით ს.ჯორბენაძეს, რომელმაც ამ გაყალბებით ამჯერად მოისურვა ის უფლებამოსილებები აიღოს თავის თავზე, რაც არასდროს არ ჰქონია ამხანაგობის არც ერთ თავმჯდომარეს არც ბაგები-502-ში და არც თავად ბაგები-504-შიც კი.
-- ბაგები-504-ის სადამფუძნებლო ხელშეკრულება და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს “ჩანაცვლებას”, “გავიყვანე, შემოვიყვანე” სხვა დამფუძნებელი, დამფუძნებლის წილის გასხვისების გარეშე;
“ავირჩიე ბაგები 502-ის ქვოტით ბაგები-504-ის თანათავმჯდომარე”, რომელიც დამფუძნებელი ხელშეკრულებით მხოლოდ ბაგები-502-ის თავმჯდომარე შეიძლება იყოს...
ამდენად, ოქმში მოტანილი ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ფრაზა, მხოლოდ სიყალბის მისაჩქმალადაა გამიზნული. და ეს მშვენივრად მოეხსენება ბ-ნ სანდროს მისი პროფესიიდან გამომდინარე. მოყოლებული 2009 წლის 25 მარტიდან პერმანენტული მცდელობაა დაიხატოს სურათი - ბაგები-502-ში განხეთქილებაა, და სხვადასხვა დროს ამ მცდელობათა ავანგარდსა თუ არიერგარდში ყოველთვის მშენებელი და მასთან გარიგებაში მყოფი რამოდენიმე პირი იყო.
-- 30 ოქტომბრის ოქმის შემდგენელ-ინსპირატორებმა ყურად არ იღეს ჩვენი თხოვნა, რომელსაც იმჟამად ლია ბერუაშვილი ახმოვანებდა, რომ 4 ნოემბერს, სასამართლო გადაწყვეტილების მეორე დღესვე, ყველას ერთად, თსუ–ს აუდიტორიაში, მოგვეწვია საერთო კრება. რომ სასამართლოს უკანასკნელ სხდომაზე, სწორედ მშენებლის წარმომადგენელს მისცა მოსამართლე შ.ჯანხოთელმა პირდაპირი დავალება “მომიტანეთ მერე დოკუმენტი, რომ ბაგები-502-ში განხეთქილებაა და ხელშეკრულების შეწყვეტა არ უნდათ”..., რომ ის რაც აქ ხდება, მშენებლის მიერაა ინსპირირებულია, რასაც ადასტურებს ვიქტორ ლაშხის აქ ყოფნა და აქტიურობა; რომ არ შეიძლება ამის თანამონაწილე ჩვენი რომელიმე წევრი იყოს, ეს ბაგები-502-ის არც ერთი წევრის ნებას არ გამოხატავს, რამეთუ - ჩვენი შენატანი, მიწა, ამხანაგობის ყოველი წევრის საკუთრებაა;
-- იმ ვითარებაში როდესაც ჩვენს ქონებაზე სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილი არ არის და ამ პირობის შეუსრულებლობამდე პრეტენზიების მოხსნა სს თბილისისადმი ნიშნავს ჩვენს ზურგს უკან, ღია ქმედებას ჩვენი ქონების წართმევის მიზნით; რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2 ნოემბერს, აღნიშნული განცხადების თანმხვედრად სს თბილისის წარმომადგენელს სასამართლოზე, მამუკა სამაკაშვილს, ასევე შეუტანია განცხადება ჩვენი სარჩელის გახმობის თანხმობაზე;
- ასევე ყველასათვის ცნობილია, ვინც ე.წ. კრებაზე 30 ოქტომბერს, დაპატიჟებული თუ დაუპატიჟებელი ბრძანდებოდა მშენებარე ობიექტზე (საყარაულო ჯიხურში, სადაც გაჭირვებით 10 კაცი თუ დაეტევა ძლივს), რომ ყოველივე ინსპირირებული გახლდათ და ამ სიყალბეს ხელმძღვანელობდა დავით წერეთლის ჯგუფის წევრი ვიქტორ (ვიტო) ლაშხი, რომელიც იმ დღეს გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, თავხედობით, და რომელმაც ფაქტობრივად გაიტაცა აღნიშნული ოქმი, რის გამოც იძულებული გავხდით, მიგვეღო ყველა სამართლებრივი ზომა.
( 30 ოქტომბერის გაყალბებული ამ ოქმის მესამე გვერდზე მითითებულია, რომ დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით (ამხანაგობა “ბაგები-504-ში” ბაგები-502-ის კვოტით თანათავმჯდომარის არჩევა) თითქოსდა გამოსულა ხიმური რუხაია და სანდრო ჯორბენაძის კანდიდატურაც, თურმე, მას შეუთავაზებია კრებისათვის, რაც ასევე აბსურდი და სიყალბეა.
პირიქით, რამდენიმე დღით ადრე 30 ოქტომბრამდე, მე, ხიმურ რუხაიამ, ჯემალ როგავამ და თეიმურაზ დავითაშვილმა სანდრო ჯორბენაძეს (სამკაციანი ჯგუფი) და დავით წერეთელს განვუცხადეთ, რომ იოჰან შჩურლოვიჩის (ირაოს სათაო ოფისის წარმომადგენელი ავსტრიაში) წერილიდანაც კი ირკვევა, რომ ფაქტობრივად მოლაპარაკებები ჩიხშია, იმ მიზეზით, რომ სს თბილისი და დ.წერეთელის ჯგუფი არაფერს არ აკეთებს სავარაუდო ინვესტორის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ინვესტორი შესაძლოა მოგების დაბალ პროცენტს დათანხმდეს. მაგრამ არავინ, არც ირაო და არც სხვა ინვესტორი, იმას, რასაც ჰქვია სს თბილისი-დ.წერეთლის მიერ მილიონობით არამიზნობრივად დახარჯული თანხების ვალში აღება - არ თანხმდება და არც დათანხმდება. მეტადრე, იმ ვითარებაში, როცა მთელი ქონება დაყადაღებულია 60 ათასი აშშ დოლარის რ.კენჭოშვილისათვის (ჰაერში ბინის მყიდველი) გადაუხდელობის გამო (2008 წელს ბაგები-504-ის ანგარიშებზე იყო ასეთი თანხა და რატომ არ გადაუხადეს?). უკვე მე-4 წელია გვესმის ავსტრიელი ინვესტორი შემოდისო, ვხვდებით კვლავ გვატყუებენ და რომ ამ შეკრებებს, რომელსაც წლებია ესწრებიან, აღარ დაესწრებიან;
-- დაბოლოს, სასამართლოზე წარმოდგენილ შესაგებელში სს თბილისმა მიუთითა, რომ მან მშენებლობა ვერ განახორციელა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფომ მის მიერ შესრულებულ სხვა სამუშაოებში არ გადაუხადა სოლიდური თანხები (მტკიცებულებების გარეშე), და იმჟამად საქართველოში შექმნილი ვითარება ფორს-მაჟორული იყო.
ს.ჯორბენაძე ამ ოქმით სრულად ეთანხმება ჩვენს მოპასუხეს. ჩვენ კი, სასამართლოზე დავეთანხმეთ იმ ფაქტს, რომ “ვალდებულება არ შეგვისრულა”, იმ გარემოებების გათვალისწინებით რომ: ფორს-მაჟორი არ იყო არც 2005, 06, 07 წელს და გრაფიკით 2008 წლის აგვისტოსათვის მოსაპირკეთებელი სამუშაოებიღა უნდა ყოფილიყო მთელ კომპლექსზე დასასრულებელი.
სადღეისოდ: აშენებულია 9%- კარკასი; 5,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი (თავად წარმოგვიდგინეს სასამართლოზე) აუღიათ ჰაერში ბინის მყიდველთაგან; აღარაფერს ვამბობთ 3 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარზე, ჩვენი მიწის დაგირავებით რომ ატრიალა 2,5 წელიწადი ბ-ნმა თ.ჩარკვიანმა; გამგეობის მოლაპარაკებათა მარათონი დასრულდა იმით, რომ ნებისმიერმა ჩამნაცვლებელმა უნდა ან სასამართლო მორიგების აქტით დაგვიდოს პირობა, ან საფინანსო გარანტიით, რამეთუ ჩვენ ახლა ევროპულ სასამართლოებში ვერ გადავინაცვლებთ. რაზედაც, თ.ჩარკვიანის თანხმობაც მივიღეთ.
ვინც სასამართლო გადაწყვეტილების ზეპირ გამოცხადებას დაესწრო, საკუთარი ყურით მოისმინა შ.ჯანხოთელის “რჩევები” ჩვენდამი, მათ შორის – “მოელაპარაკეთ სანდრო ჯორბენაძესო” – თითქოს იგი ჩვენი წევრი კი არა და ჩვენი მოპასუხე ყოფილიყო!
-- ჩვენი ქონება გასხვისების მუდმივ საფრთხეშია. წინა შეკრებაზე მესამე პირებმაც იმავე საფრთხის შესახებ ისაუბრეს (ბ-ნები რეზო ახრახაძე, მიხეილ ტაბლიაშვილი), რომ სამართლებრივად “უნაკლო ნივთს” გაასხვისებენ და ჩვენ არ გვექნება საპირწონე მექანიზმი ამის თავიდან ასაცილებლად, თუ დროულად არ მივიღეთ სათანადო ზომები და არ ვიმოქმედეთ ერთობლივად.
გარდა თქმულისა, არსებობს ახალი საფრთხეც, ახალ უბედურებაში უნდათ გაგვხვიონ, უნდათ გვათქმევინონ ვითომდა ჩვენ გვინდა ბინების გაყიდვა, რომ თითქოს “ჩვენი წილი უნდა იყიდოს “ინვესტორმა” და ახლა მოდით, ხელი მოაწერეთ, ვისაც გინდათ თქვენი წილის გაყიდვაო”. გაყიდვა კი უნდა უმრავლესობას, მაგრამ მოგაწერინებენ ხელს გაყიდვის თანხმობაზე და ვინაა გადამხდელი... მათი ნდობა არ შეიძლება.
ამდენად კენჭისყრაზე ვაყენებთ საკითხს:
2010 წლის 30 ოქტომბრის გაყალბებულ განცხადებასა და ამხანაგობა “ბაგები-502”-ის საერთო კრების ოქმ N 1-ში მითითებული ყველა გადაწყვეტილება გაუქმებულია
ვახტანგ ჩოგოვაძე: - მე წინააღმდეგი ვარ ფორმულირების - გაყალბებული ოქმი. თქვენ ამბობთ გაყალბებული ოქმიო და მე, ნამდვილად მოვაწერე მაგ ოქმს ხელი. მე არავისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ინვესტორთან მოლაპარაკების მომხრე ვარ, და რა უნდა ვქნა ახლა, ჩემივე ხელმოწერას ხომ არ ჩავთვლი გაყალბებულად.
ხიმურ რუხაია: - მე გაყალბების არა ერთი ფაქტი მოგიყვანეთ. ბატონო ვახტანგ, თქვენ კი მოაწერეთ ხელი იმას, რომ ინვესტორს მოელაპარაკეთო, მაგრამ ოქმში სხვა რამ ჩაიწერა. იქ ბრძანდებოდით მშენებარე ობიექტზე, ეს კრება იყო, თავისი რომელიმე ატრიბუტით? მე სიტყვით გამოვედი, კენჭისყრა ჩატარდა რაიმე საკითხზე? თავმჯდომარე, მდივანი აირჩიეს? დღის წესრიგი იციოდით? მეც იქ ვიყავი და ვნახე, რა კრებაც ჩატარდა. გამგეობაში დაგროვილია ჩვენი წევრების განცხადებები – არ ვყოფილვარ კრებაზე და არაფერზე ხელი არ მომიწერიაო...
ვახტანგ ჩოგოვაძე: - მაშინ, კონკრეტულად, გვარ-სახელებით მიუთითეთ, გადაწყვეტილებაში რაც ბრძანეთ.
დარბაზიდან - მე ცუდად ვიყავი და ჩემმა შვილმა, ჩემი ნებართვით მოაწერა ხელი, მეც წინააღმდეგი ვარ ამ ფორმულირების.
ლია ბერუაშვილი: - ამ საკითხის გადაწყვეტა იმდენად მნიშვნელოვანია სამომავლოდ, რომ მიმაჩნია, კომპრომისი ადვილი მოსაძებნია. გთავაზობთ წინადადებას, ამოვიღოთ ჩვენი ფორმულირებიდან სიტყვა „გაყალბებული“, რამეთუ გაყალბება საფუძველია და არა თავად შედეგი - გაუქმება.
ბატონო ვახტანგ, წაიკითხეთ ოქმი და თუ თქვენ იტყვით, რომ ხელი მოაწერეთ იმას, რომ რამოდენიმე ადამიანმა, ერთპიროვნულად, განკარგოს თქვენი და ჩვენი ქონება – ნება თქვენია.
დამატებით მინდა გაცნობოთ, რაც წინა კრებაზე ხაზგასმით ითქვა, დაახლოებით 9-10 ჩვენი წევრი საზღვარგარეთ იმყოფება, მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გრივერს (ფარულავა) და მის მეუღლეს, რომ მოახერხეს და დაუკავშირდნენ ბ-ნ რობინზონ სირაძეს ვილნიუსში, ლიტვაში ჩვენი საელჩოს თანამშრომელია – „2 წელია თბილისში არ ვყოფილვარ და ვინ გაბედა ჩემ მაგიერ ხელმოწერა! სპეციალურად ამისთვის ჩამოვალ!...“ გავაგრძელო, ბატონო ვახტანგ? რა ქნას ახლა ბატონმა რობინზონმა, საპროტესტო ნოტა გამოგვიგზავნოს ჩვენ, რომ გაყალბებას არ ვარქმევთ მისი ხელმოწერის გაყალბებას, თუ ქალბატონებს, რომლებიც ვაჟკაცურად გადაეფარნენ ბატონებს პალადი ჯინჯოლავასა და სანდრო ჯორბენაძეს (შუქრი, ნინო) გაუგზავნოს საპროტესტო ნოტა, ჩემი გაყალბებული ხელმოწერა როგორ გაბედეთ და დაადასტურეთო?
მე, მინდა ვუთხრა ყველას, ან გავაკეთოთ ჩვენ მიერ მიღებული დამფუძნებელი ხელშეკრულების რევიზია და დავუბრუნდეთ „ბინის მესაკუთრეთა ბ-ნ პალადი ჯინჯოლავასეულ რედაქციას“, ან არადა, რაზეც შევთანხმდით, გვახსოვდეს. ამხანაგობაში დიდი ხანია დამთავრებულია ერთპიროვნული მმართველობა. მხოლოდ საერთო კრების კომპეტენციაა ცვლილებებიც ხელშეკრულებაში, ჩვენს ქონებასთან დაკავშირებული საკითხები და არა თუნდაც, მაღალი ნდობით გამორჩეული სამი პირისა. ამ საკითხებს საერთო კრება წყვეტს და არა შ.კოტეტიშვილი, ს.ჯორბენაძე და პ.ჯინჯოლავა. რა დღეში ჩაგვაგდო ერთპიროვნულმა მმართველობამ, ჩვენმა ნდობამ, დაიმედებამ - დადეთ თავი ყურთბალიშზე, არ იღელვოთ აი, მოვიდა ნამდვილი ამშენებელი, ახლა 1-2 წელიწადში ჩაგაბარებთ გასაღებებსო... – ვნახეთ ბატონო!
ჩვენს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, განათლებულ, უწესიერეს პიროვნებას, ბატონ პავლეს ვენდობი, ვანდობ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ჩემი ქონების განმკარგავ-დამცველი ჩემი ოჯახი და მე ვარ, და ამ უფლებას ვერც მე გადავცემ სხვას და ვერც თქვენ. სხვას ვერავის ვერ გადააკისრებთ ამ პასუხისმგებლობას, ყოველი თქვენთაგანი ცალ-ცალკე და ჩვენ ყველა ერთად ვაგებთ პასუხს. და ამ ოქმში სწორედ ამისი საპირისპირო რამ წერია, გარწმუნებთ, ბ-ნ ვახტანგ, საკმარისია ყურადღებით წაიკითხოთ ეს „შედევრი“.
II საკითხი.
კეთილსინდისიერ გადამხდელ მესამე პირთა მიერ ე.ს.ბ.ა. ბაგები-504-ში ფულადი შენატანებისა და მათი ხელშეკრულებების ნამდვილობის ცნობის შესახებ;
კამათში გამოსულმა ეკა ალექსიძემ აღნიშნა, რომ
- ის, ვერ ხედავს გამომსვლელთაგან ფიქრს ბაგები-504-თან ხელშეკრულების დამდებ პირებზე, რომ ისინიც ისევე არიან დაზარალებულნი, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომ ყველა ვალდებულება, რაც მას ჰქონდა დაკისრებული ხელშეკრულებით ბაგები-504-თან, კეთილსინდისიერად შეასრულა.
ხიმურ რუხაია: - კეთილსინდისიერ გადამხდელთა ინტერესებს ვიცავდით და დავიცავთ.
ლია ბერუაშვილი: - ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არ გააკეთა არც კომპანია თბილისმა, არც მოსამართლე შორენა ჯანხოთელმა, არც პროკურატურამ. ის, თუ ვინმემ იზრუნა თქვენზე, ჩათვლით იმისა, რომ თავად დაგირეკეთ უკანასკნელ ხანს, თსუ ამხანაგობა ბაგები-502-ის გამგეობაა. როგორ უნდა გვეზრუნა თქვენზე ქალბატონო, როდესაც თქვენი გვარ-სახელებიც კი მხოლოდ სასამართლო წესით მოვიპოვეთ და ყოველ თქვენგანს სათითაოდ ვეძებდი ინტერნეტითაც კი, მოსამართლეს პირადობის მოწმობებით ვაძებნინეთ თქვენი მისამართები, ვინც სასამართლო სხდომებს ესწრებოდა, იხილა მამუკა სამაკაშილის (და არა ჩვენს) მიერ მოტანილი თქვენი ხელშეკრულებების (59) ასლები, სადაც თავად ჩარკვიანის ხელმოწერებია გაყალბებული. ბ-ნმა პავლემ წინა კრებაზე მოგახსენათ რეალური ციფრები: 59-იდან 17-ს არავითარი შენატანი განხორციელებული არ აქვს. მას შემდეგ, რაც სასამართლო არ დაგვეხმარა დაგვედგინა ბაგები-504-ის რეალური (და არა უსაფუძვლო გამდიდრებისათვის ჩამოწერილი თანხები) ვალები, კეთილსინდისიერ გადამხდელთა რაოდენობა, ჩვენ მოვხსენით ჩვენი ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მესამე პირებთან ურთიერთობაზე მხოლოდ კომპანია თბილისი ყოფილიყო პასუხისმგებელი.
ვხედავ, მოგიტანიათ დოკუმენტები, აქვე, სანამ კენჭისყრა იქნება, შეგიძლიათ მიუტანოთ ბატონ პავლეს, კომისიის თავმჯდომარეს, გამგეობის თავმჯდომარეს. პირადად თქვენი საკითხი, სასამართლოს მონაცემებითა და იმ საბუღალტრო მონაცემებით, რომელიც ჩვენს ხელთაა, ვიცით, რომ თქვენ კეთილსინდისიერი გადამხდელი ბრძანდებით და ვგონებ, არაფერი უდგას წინ, აქ არის გამგეობაც და კენჭისყრამდე, გადაწყვეტილებასაც მივიღებთ თქვენთან დაკავშირებით. რაც შეეხება თქვენთვის მიუღებელ ტერმინს მესამე პირები - სამართლებრივი ტერმინია, და იგი არავითარ კავშირში არ არის მეტ-ნაკლებ დაზარალებასთან.
საკითხი მომზადებულია გამგეობის მიერ, იმუშავა დროებითმა კომისიამ მესამე პირების მიერ შექმნილ კომისიასთან ერთად.
ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, მიცემულს მესამე პირებისათვის სასამართლოზე, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელების შენატანებს ვცნობთ (ჩვენი წილის შესაბამისად) და მივიღებთ კიდევაც ბაგები-502-ში.
ამ პირების მიერ ბაგები-504-თან დადებულ ხელშეკრულებებს აწერს ხელს მხოლოდ თეიმურაზ ჩარკვიანი (ხელმოწერა ეჭვგარეშეა). ბაგები-504-ის დამფუძნებელი ხელშეკრულების პ.5.10 კი, ამხანაგობის ორი თანამდებობის პირის (დამფუძნებელთა წარმომადგენლები) ხელმოწერის გარეშე არცერთ დოკუმენტს ან გარიგებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. ის, რაც ევალებოდა გაეკეთებინა ჩვენს ყოფილ თავმჯდომარეს, პალადი ჯინჯოლავას ვაკეთებთ ჩვენ: გამგეობა, საერთო კრება.
10 პირია, ვინც მოგვიტანა ორიგინალები და ჩავიბარეთ შედარების შემდგომ ქსეროასლები (დოკუმენტების მიმღები დროებითი კომისია – მე, ცეცილია დონაძე, მანანა დოლაბერიძე, გოგი ციციცშვილი), გადაამოწმა პირადად ბ-ნ პავლემ, იმსჯელა გამგეობამ. ბაგები-504-ის თანადამფუძნებელი ბაგები-502-ის გამგეობა ადასტურებს, რომ ამ პირებმა ნამდვილად განახორციელეს ფულადი შენატანი ბაგები-504-ში და მათი ხელშეკრულებები ნამდვილია.
რაც შეეხება ბაგები-502-ის ვალდებულებას ამ პირების მიმართ სამომავლოდ: ჩვენ არა ვართ ბაგები-504-ის სამართალმემკვიდრე, ჩვენ ამ წევრებს ვთავაზობთ ბაგები-502-ის დამფუძნებელი ხელშეკრულების (ახალი რედაქცია) შესაბამისად, ბაგები-502-ის წევრად გახდომას, რა თქმა უნდა, მათი ნების შემთხვევაში, და ერთობლივად ზრუნვასა და ბრძოლას ჩვენი საერთო მიზნის, ბინების აშენების მისაღწევად.
ბაგები-504-ში ჩვენ შევედით ჩვენი შენატანით და არა მშენებლობის ფინანსური უზრუნველყოფისა და აშენების განხორციელების ვალდებულებით, ეს ვალდებულება დაკისრებული ჰქონდა სამშენებლო კომპანია თბილისს, რომელმაც ეს ვალდებულება არც ჩვენ შეგვისრულა და არც მესამე პირებს.
ამჯერად ბაგები-504-თან ხელშეკრულების დამდები პირების სურვილია, ვცნოთ მათი შენატანები და დავადასტუროთ მათი ხელშეკრულებების ნამდვილობა, როგორც ბაგები-504-ის თანადამფუძნებელმა.
წარმოგიდგენთ გამგეობის მიერ დადასტურებულ, 10კაციან სიას, რომელსაც ახლა ამ კრებაზე დაემატა კიდევ ერთი წევრი (ე.ალექსიძე), ანუ სულ 11 პირია:
ეკა ალექსიძე, შალვა ანდღულაძე, რევაზ ახრახაძე,
თამარ ბერიძე, დალი ზუხბაია, თინათინ ლექვინაძე,
თინათინ მუსერიძე, მიხეილ ტაბლიაშვილი, ირაკლი ურიდია,
თამარ ჩხეტიანი, თამარ ჭელიძე.
ხელშეკრულებათა ორიგინალებისა და გადახდების შესაბამისი ასლების კომისიისათვის ჩაბარებისა და გამგეობის თანხმობის შემთხვევაში, ამ სიის პოტენციური წევრია მხოლოდ 14 პირი: - ლალი ხიხაძე (შეტანილი აქვს განცხადება სასამართლოში ბაგები 502-ის სარჩელის მხარდასაჭერად); ნონა სალუქვაძე (ამჟამად იტალიაშია); გელა გიორგაძე (ამჟამად ბაქოშია); გიორგი ბურჭულაძე; ქეთევან ბურდული; გიორგი ხარატიშვილი; ლია კაკაბაძე (ამჟამად აშშ-შია); კიზირია ემზარ (პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ავტორი); ანა კახეთელიძე; მზია ბერიაშვილი (სასამართლო შეტყობინება მისულია მისამართზე სადაც ცხოვრობს იმავე გვარისა და სახელის პიროვნება, რომელმაც დადასტურა, რომ არაფერი საერთო ამხანაგობასთან არ აქვს); შოთა გელაზონია; თამარ ველთაური; აზა მანთაშაშვილი; ინგა ღონღაძე. რაც შეეხება ივანე ჯუღელს (რომლის მისამართი ვერ დაადგინა სასამართლომაც კი, სვირის გამგეობის შეტყობინებით სვირში მცხოვრები არც ერთ ჯუღელს კავშირი არ აქვს ამხანაგობასთან);
ჯემალ როგავა: მე წინააღმდეგი ვარ ამ პირების ბაგები-502-ში წევრად მიღებაზე, სანამ ჩვენი საკუთრების საკითხი არ გაირკვევა.
ლია ბერუაშვილი: ამხანაგობაში წევრის მიღების დამფუძნებელი ხელშეკრულების წესები, საქართველოს კანონმდებლობა არაორაზროვნად უთითებს ამხანაგობაში შენატანის განხორციელების ვალდებულებას, და ცხადია ვერც ერთ პირს (მესამეა თუ პირველი) ამხანაგობაში ამის გარეშე ვერავინ ვერ მიიღებს.
ვინაიდან, მიწა აშენებული 9%-იან კარკასიანად და პირიქით კარკასი მიწისგან ვერ გამოიყოფა, ცხადია ბაგები-504-ში შენატანი, უნდა იქნას გადმოტანილი ბაგები-502-ში, ბაგები-504-ის ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე. წევრთა მიღება მხოლოდ არსებული წესების დაცვას გულისხმობს, და ეს შენატანი სწორედ ამ კარკასის მშენებლობაში განხორციელებული შენატანით დასტურდება. ჩვენი არავინ წაიღოს და,- ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა, ეს არა ერთხელ გავაცხადეთ ყველამ.
საორგანიზაციო საკითხები:
ხიმურ რუხაია: - გამგეობის დავალებით გაცნობებთ, რომ ამხანაგობის წევრთა ნაწილს (ქვეყნის გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით მივლინენენში ხშირად ყოფნის გამო, და სხვადასხვა საპატიო მიზეზებით) არ აქვს გამოხატული თავისი ნება, ნოტარიალურად დადასტურებული ხელმოწერით ამხანაგობის დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე.
ვიმეორებ, რომ კოოპერატივების გაუქმების შემდგომ კანონის მოთხოვნით ბინათმშენებლობის (და არა, როგორც იყო ბინისმესაკუთრეთა) ამხანაგობაში გაერთიანებულ კოოპერატივის ყოფილ წევრებს, საქმიანობის გაგრძელების შესახებ საკუთარი ნება ხელმოწერით უნდა დაედასტურებინათ; მეტადრე თუ ისინი უძრავი ქონების თანამესაკუთრენი იყვნენ. სწორედ ამ ხელმოწერათა არარსებობის გამო დაფიქსირდნენ ჩვენი კოოპერატივიდან, 2004 წელს სასამართლო დავით, გამოყოფილი ჩვენი კოლეგები ამხანაგობაში ვაკე-28, აღრიცხეს საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი სათითაოდ ფიზიკურ პირებზე,- და აიშენეს კიდეც სახლი, სწორედ იმ კომპანიის მეშვეობით („ირაო“), რომელიც ჩვენი კომპლექსის მშენებელთა ტენდერშიც მონაწილეობდა და უარი ეთვა(?!), და რომელიც მიუხედავად კომპანია თბილისის თხოვნისა, გააგრძელოს მშენებლობა, აგერ 2 წელზე მეტია არ ეთანხმება მათ (და ვიცით რა მიზეზითაც).
როგორც უკვე მოგახსენეთ ბაგები-504-ის სადამფუძნებლო ხელშეკრულებას (2005 წლის 24 მაისი) ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების ტაბულა N1 - ბაგები-502-ის წევრთა სია მითითებული დანართი N1-ის სახით - არ ახლავს. ჩვენს ქონებაზე ყადაღის არსებობა ხელს უშლის ჩვენი, როგორც ფიზიკური პირების სახელზე თანასაკუთრების აღრიცხვას, თუმცაღა ჩვენი სია ყველა შემთხვევაში დასადებია საჯარო რეესტრში.
დამფუძნებელი ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ყველა ცვლილება მხოლოდ წერილობითი სახით შედის. ნოტარიუსთან მიტანილია წევრთა სია, ვინც დარჩა და ჯერ არ გამოხუხატავს თავისი ნება დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთებით.
ამ სიაში ამხანაგობის წევრთა რაოდენობა 128-ის ნაცვლად 125-ია, რამეთუ ბაგები-502-ის საერთო კრების ოქმში N7 (2009 წლის 10 ივლისი) მითითებულია, რომ იმჟამინდელი გამგეობის წევრის მზია (მარადინა) გოშაძის განცხადებით ამხანაგობის 3 წევრი, იზოლდა ბროკიშვილი, მიხეილ ელიზბარაშვილი და ქეთევან წიკლაური გადასული არიან ამხანაგობაში ვაკე-28/2, რაც სადღეისოდ დასტურდება ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, მათ სახელზე აღრიცხულია შესაბამისი ბინები ვაკე 28/2-ში.
ამრიგად ვისაც არ გაქვთ ხელმოწერა დადასტურებული - 11 დან 2 საათამდე უნდა მიბრძანდეთ ნოტარიუს მ.გვაზავასთან, ჭავჭავაძის 22 ში, თქვენთვის მოსახერხებელ დღეს, გთხოვთ გადასცეთ ამხანაგობის აქ არმყოფ წევრებს ეს ინფორმაცია.
IV საკითხი
მიმდინარე საკითხები:
წერეთელ- შჩურლოვიჩის ე.წ. განზრახულობათა ოქმის შესახებ.
ხიმურ რუხაია: - მე ჩემმა კოლეგამ ომარ ქომურჯიშვილმა მაცნობა, რომ მოიპოვა „განზრახულობათა ოქმი, რომელშიც ირაო ბოლოსდაბოლოს იღებს პასუხისმგებლობას ააშენოს ჩვენი კომპლექსი“.
გოგი ციციშვილი: - გამგეობამ (მე მაშინ ვიყავი გამგეობის წევრი) ბევრი იფიქრა, იმსჯელა, იკამათა. შემდეგ დიდ კრებაზე გაიტანა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით სამართლებრივი გზით და დაგვეცვა ჩვენი ქონება მიწა, რომელიც იმ დროისთვის უკვე 504-ის საკუთრება იყო. მე, მაშინაც და ეხლაც, მიმაჩნია რომ გამგეობა სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და იღებს. მოგახსენებთ, ჩემს მოსაზრებებს ინტერნეტში გახსნილ ბლოგთან დაკავშირებით; ჩემი ხელნაწერით - “პასუხად სანდრო ჯორბენაძეს”, ქსეროასლები დაგირიგდათ, რომელის შინაარსი, კრებამდე გამგეობის რამოდენიმე წევრმა წაიკითხა და ჩათვალა მიზანშეწონილად თქვენ გაგაცნოთ. ამ დოკუმენტის ამონაბეჭდები საიტიდან გადმომცა ქ-ნმა ლიამ, რომელსაც თავის მხრივ მიაწოდა ქ-ნ ნატომ - კანცელარიაში დაუტოვებია ს.ჯორბენაძეს, გააცანით საერთო კრებასო. ბ-ნი ხიმური დაფაზე წერს ამ ბლოგის მისამართს.
საიტის მიხედვით საქმის ვითარება ისეა წარმოდგენილი,
რომ თითქოს:
- მართლა არსებობს "ახალი ინფორმაცია", რომ 1,5 წელია მიმდინარეობის მოლაპარაკება ინვენსტორთან მშენებლობის გასაგრძელბელად და დასამთავრებლად;
- საქმის ვითარება მოითხოვს სასამართლოდან სარჩელიას გამოტანას და საქმის შეწყვეტას;
- სასამართლოში სარჩელის შეტანა ჩვენს მიერ გამოწვეული იყო ვიღაცის პირადი ხუშტურით;
- 2010 წ. ოქტომბერში "ბაგები 502" ამხანაგობის კრებამ გადაწყვიტა შექმნილიყო ამხანაგობის რწმუნებით აღჭურვილი კომისია, რომელიც წარმართავდა მოლაპარაკებას ინვესტორთან და მოძებნიდა ურთიერთმისაღებ გამოსავალს.
სინამდვილეში, საიტზე გაცხადებული ტყუილია, რამეთუ:
- 4 წელზე მეტია, რაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
- არ არსებობს გარანტია, რომ ჩვენს მიერ სარჩელის გამოტანას არ მოჰყვება ჩვენი ახალი მოტყუება, რადგან არ არსებობს დღეს მყარი გარანტია, იმისა, რომ ჩვენს მიერ სარჩელის გამოტანის შემთხვევაში: 1) არ შესდგება აუქციონი და ჩვენი ქონება რა გაიყიდება. 2) კიდევ უფრო გაგვირთულდება მდგომარეობა, და არც ირაოსთან მშენებლობის წარმატებით წარმართვის მყარი გარანტიები მოუცია ვინმეს.
ჯერ კიდევ 25/III -2009 წ. არჩეულმა ახალმა გამგებელმა ყველა დაინტერესებულ მხარეს შესთავაზა ერთობლივი გამოსავლის მოძებნა; შესთავაზა პ. ჯინჯოლავას ასეთი კომისიის შექმნაც, მიუხედავად იმისა, რომ პავლე ჩაგელიშილისა და ლია ბერუაშვილის ამ კომისიაში ყოფნაზე უარი გვეთქვა, ხიმურ რუხაიამ კომისიაში მუშაობა გააგრძელა, და არ დაეთანხმა მათ მიერ ჩვენს ხელახალ მოტყუებას.
დასკვნა. მაშასადამე სასამართლო სარჩელის გამოტანით მოწინააღმდეგე მხარე, საიტის ავტორთა სახით გვიმზადებს მორიგ ხაფანგს. თუ ასე არ არის, ჯერ უნდა მოვიგოთ სასამართლო _ გავაუქმოთ აუქციონი, შემდეგ გაერთიანებული კომისიებით ვიმუშაოთ.
ლია ბერუაშვილი: - გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ე.წ. განზრახულობათა ოქმზე ხელმომწერებს. ბაგები-504-ის სახელით ხელს გაურკვეველი პირი აწერს (ნაბეჭდ ტექსტში გვარი მითითებული არაა), ხელმოწერა კვლავ ჩარკვიანის ხელმოწერასაა მიმსგავსებული, თუმცაღა ქვემოთ საკონტაქტო ინფორმაციაში დავითI-ის ელექტრონული ფოსტაა მითითებული. ამასთან ირაო მაგნატ 28/2-ის მხრიდან არ არის გიორგი მაღრაძის ხელმოწერა (თუმცა ნაბეჭდ ტექსტში არის მისი გვარი). რადგან არ ვიცნობ არც ერთ დოკუმენტს იოჰან შჩურლოვიჩის ხელმოწერით, ვერაფერს გეტყვით მის ხელმოწერაზე, დასკვნები თავად გააკეთეთ. თანხები, რომელიც ოქმშია მითითებული სასამართლოზე ქართულ ლარშია “დათვლილი” და თითქმის უტოლდება აღნიშნულ თანხებს. არაფერია ნათქვამი დანარჩენ ვალებზე პასუხისმგებლობის აღებაზე, რაც მესამე პირთაგან 5 მლნ აშშ დოლარზე მეტია. სამოქალაქო კოდექსი, სადამფუძნებლო ხელშეკრულების პ.10(3), კრძალავს ჩანაცვლებას, ის მხოლოდ წილის გასხვისებას ცნობს სსკ 936,933(1), ჩვენ კი, ხელი არ შეგვიშლია მშენებელსათვის თავისი წილი გაასხვისოს, ანუ გაყიდოს თავისი ბიზნესი.
ამ ბლოგის ავტორთ ვურჩევ (როგორც არაერთხელ), არითმეტიკაში მაინც ივარჯიშონ. ამხანაგობის 74 წევრი “ქალების ჯგუფად” (4 ქალად), რომ უნდათ წარმოაჩინონ და მეოთხედ - მამაკაცი ჩაუწერიათ.... მიმაჩნია, რომ პრობლემა ქალბატონ-ბატონებში კი არა, უბრალოდ, კეთილსინდისიერებაშია, “კეთილსინდისიერების თოკს კი, დიდები ზემოდან აბიჯებენ, პატარები კი ქვევიდან უძვრებიანო” (ილია). სამწუხაროა, ამ ბანალური ტყუილ-სიყალბის მკადრებელს (მერამდენედ), ოცწლეულის მერეც ჰგონია, რომ “მომსმენი” ჰყავს. A
საერთო კრებამ კენჭისყრით ხმების უმრავლესობით გადაწყვიტა:
I საკითხი - 2 წინააღმდეგი;
თბილისის საქალაქო სასამართლოში (სამოქალაქო საქმე N N2/6556-09), 2010 წლის 2 ნოემბერს გამოყენებული, განცხადება (საკონტაქტო პირი ბ-ნ სანდრო ჯორბენაძე) და 2010 წლის 30 ოქტომბრის, ე.ს.ბ. ამხანაგობა “ბაგები-502”-ის საერთო კრების სახელით ე.წ. საერთო კრების ოქმის N 1 (ხელმოწერილია ქ-ნების “თავმჯდომარე - შუქურა კოტეტიშვილი და მდივნი - ნინო ბაბუნაშვილი”, ხელმოწერები დადასტურებულია ნოტარიუს ნინო მათუაშვილის შემცვლელ ელისო მურღულიას მიერ 01.11.2010 სანოტარო მოქ. რეგ ნომ. 011098746) არაკანონიერია, გაუქმებულია, ძალადაკარგულია მასში მოცემული ყველა გადაწყვეტილება, კერძოდ:
-- შეჩერდეს ყოველგვარი პრეტენზია კომპანია “თბილისთან” და საკითხის მოგვარება დაევალოს ს. ჯორბენაძეს;
-- ზაურ ჯინჯოლავა, შუქრი კოტეტიშვილი, და სანდრო ჯორბენაძე ნუგზარ ივანიძე უფლებამოსილია:
o გადაწყვიტონ მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,
o შეიტანონ ნებისმიერი ცვლილება სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში,.
o აირჩიონ ბაგები-504-ის თავმჯდომარე,
o მიიღონ ბაგები-504-ში პირები, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ხელ-ბა ამხ.-სთან.
-- ბაგები-504-ში ბაგები-502-ის კვოტით ბაგები-504-ის თანათავმჯდომარედ არჩეულია ს.ჯორბენაძე.
II საკითხი (ერთხმად),
კეთილსინდისიერ მესამე პირთა მიერ ე.ს.ბ.ა. ბაგები-504-ში ფულადი შენატანებისა და მათი ხელშეკრულებების ნამდვილობას ვადასტურებთ შემდეგ პირთა მიმართ:
1. შალვა ანდღულაძე, 2. რევაზ ახრახაძე, 3. თამარ ბერიძე, 4. ირაკლი ურიდია, 5.თამარ ჭელიძე, 6. თამარ ჩვეტიანი, 7. თინათინ ლექვინაძე, 8. მიხეილ ტაბლიაშვილი, 9. მუსერიძე თინათინი, 10 ზუხბაია დალი, 11 ეკა ალექსიძე;
დაევალოს გამგეობას დროულად განიხილოს დარჩენილი 14 პირის საკითხი.
ხიმური რუხაია
კრების თავმჯდომარე
ნინა შონია
კრების მდივანი